Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად

მარშალ პრესი 23/04/2022

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვერნერ ჰოიერის თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზად არის საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური შეხვედრების ფარგლებში ვესაუბრე საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომლებმაც განმარტეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რასაც თავის მხრივ, უკრაინაში მიმდინარე ომი ამძიმებს. მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად“, – განაცხადა ვერნერ ჰოიერმა.

Post navigation

Previous: უკრაინული მხარის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
Next: პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.