Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

მარშალ პრესი 23/04/2022

რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ საქალაქო საბჭო იუწყება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, აგრესორებმა ოდესის მიმართულებით სულ მცირე 6 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, უკრაინულებმა რამდენიმე მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

ოდესაზე თავდასხმას ადასტურებს ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

„ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი არის ტერორი. რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული და შესაბამისად უნდა მოეპყრან. არავითარი ბიზნესი, არანაირი კონტაქტები, არანაირი კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც ახორციელებენ სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიან ქალაქებზე ”, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერში“.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილი: ტანჯვის შემდეგ აღდგომის დრო მოვა, დიდება უკრაინას
Next: ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025