Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული ოპოზიცია რეალურად არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 28/06/2023
თამთა მეგრელიშვილი

„გიგი უგულავა და სხვანი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეშფოთებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და მათთვის მთავარია, რომ ქართულმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რატომ? – იმიტომ, რომ ეს არ უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ისაუბრა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

„დავიწყოთ იმით, რომ ქართული ოპოზიცია რეალურად არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელსაც რცხვენია ქართველობის და გმობს ყოველივე ქართულს, მათ შორის – სახელმწიფოებრივ მიდგომას, სახელმწიფოებრივ ინტერესს. დიახ, გიგი უგულავა და სხვანი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეშფოთებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და მათთვის მთავარია, რომ ქართულმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რატომ? – იმიტომ, რომ ეს არ უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. თუ ეს მოხდება, გიგი უგულავა და მავანნი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად “გაიჯეჯილებს”. „ქართული ოცნება“ მიუხედავად ამ დესტრუქციული ძალების შეძახილისა, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს ყველა დონეზე იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და თუ იქნება მიღებული სამართლიანი და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართული სახელმწიფო ნამდვილად მიიღებს სტატუსს იმიტომ, რომ ყველა მონაცემით და ინდიკატორით ნამდვილად ვიმსახურებთ ამას“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: ეს ყველაფერი ყოფილა გამოხატვის თავისუფლების ფორმატით – გურამ მაჭარაშვილი
Next: თბილისში, ერისთავის ქუჩიდან დაკარგული 10 წლის ბიჭი იპოვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.