Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ყველაფერი ყოფილა გამოხატვის თავისუფლების ფორმატით – გურამ მაჭარაშვილი

მარშალ პრესი 28/06/2023
გურამ მაჭარაშვილი

„რა თქმა უნდა, ძალადობა არის დასაგმობი ყველა შემთხვევაში, ყველას მხრიდან, მაგრამ ის, რომ შენ იყენებ სიძულვილის ენას და ამას არ გმობ, რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტია და მიუღებელია“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში მუდმივი პოლარიზაცია იყოს და ამ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებს.

„პირველ რიგში, გავიმეორებ იმავეს, რასაც ვამბობდით აქამდე – სამწუხაროდ არსებობს ორმაგი სტანდარტები. თურმე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია იგინოს, შეურაცხყოფა მიაყენოს ხალხს, ეკლესიას, ტრადიციებს, ფიზიკურად იძალადოს პოლიციელზე, მოლოტოვის კოქტეილები ესროლოს – ეს ყველაფერი ყოფილა გამოხატვის თავისუფლების ფორმატით. რაც ყველაზე მთავარია, ამას ახალისებს აშშ-ს ელჩი, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. რა თქმა უნდა, ძალადობა არის დასაგმობი ყველა შემთხვევაში, ყველას მხრიდან, მაგრამ ის, რომ შენ იყენებ სიძულვილის ენას და ამას არ გმობ, რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტია და მიუღებელია.

მაგალითად, ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტმა ცოცხალი თავით არ დაგმო მიშა მშვილდაძის სიძულვილის ენა. პირდაპირი როცა მეკითხებოდა დასაგმობია თუ არა ძალადობა, ვუპასუხე, რომ რა თქმა უნდა, დასაგმობია. მაგრამ, როცა ვკითხე შენ გმობ თუ არა ამ შემთხვევაში, მიშა მშვილდაძის სიძულვილის ენას? ცოცხალი თავით არ დაგმო სიძულვილის ენა. ეს ბუნებრივია, რომ ცალ კარში თამაშით აქ დეპოლარიზაცია ვერ მიიღწევა. მათი მიზანია, რომ ქვეყანაში პოლარიზება იყოს. მათი მიზანია, რომ მათთვის ყველაფერი დასაშვებია და ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების ფორმატში უნდა ჩაჯდეს. თუ აქეთა მხრიდან იქნება გარკვეული რეაქცია, რა თქმა უნდა, არა კანონდარღვევით და ა.შ.. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ – არ უნდა მოხდეს ამის წახალისება, როდესაც ამას ახალისებს მათ შორის, ელჩი, ევროპარლამენტარი და ა.შ.. საზოგადოებას ბუნებრივია ამ შემთხვევაში ექნება რეაქცია. ანუ, მიუღებელია, რუსეთუმე ეძახო ვინმეს და კიდევ უცენზურო სიტყვებით მოიხსენიო, მაშინ, როცა თავად არიან ამ ყველაფრის შემოქმედი “, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: არასდროს არ დავგმობ საქართველოს მტრებზე ძალადობას! ვინც მარჯვენა ლოყაში მომარტყამს, მოვაჭამ თავს – დიმიტრი სამხარაძე
Next: ქართული ოპოზიცია რეალურად არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.