Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებამდე საქართველოში მყოფმა უკრაინულმა ოჯახებმა თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში

მარშალ პრესი 23/04/2022
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა.

„გავეცანით იმ საკითხებსა და პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ. ამ რთულ მომენტში საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინულმა ოჯახებმა თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში. სანამ უკრაინაში ომი გრძელდება საქართველო უკრაინელებისთვის არის მეორე სახლი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია და ეკა სეფაშვილი უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უკრაინელ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

Continue Reading

Previous: წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში სავარაუდოდ, 23:00 საათზე ჩამოიტანენ
Next: სალომე ზურაბიშვილი: ტანჯვის შემდეგ აღდგომის დრო მოვა, დიდება უკრაინას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025