Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში სავარაუდოდ, 23:00 საათზე ჩამოიტანენ

მარშალ პრესი 23/04/2022
წმინდა ცეცხლი

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში სავარაუდოდ, 23:00 საათზე ჩამოიტანენ.

წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:31 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:29 საათზე შევიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 8 მსჯავრდებული შეიწყალა
Next: არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებამდე საქართველოში მყოფმა უკრაინულმა ოჯახებმა თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025