Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დენდროლოგიური პარკის დათვალიერება უფასოა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საკუთარ თავზე აიღო მოვლა-პატრონობა და იცით, რა ჯდება ასეთი დონის პარკის შენახვა?

მარშალ პრესი 27/06/2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გამოთქვამენ უკმაყოფილებას ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინაიდან სწორედ ისინი აპროტესტებდნენ „ბლექ სი არენას“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის გადაცემას.

ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი დონის პარკის შენახვა და მოვლა-პატრონობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა, ამის მიუხედავად, დენდროლოგიური პარკის მონახულება უფასოა.

„ბიჭოო, ბიჭოოო… ამიტომაც არიან “პლინტუსს” დაბლა ეს საცოდავი ოპოზიცია და ჯიბის მედია, არა და პიტალოები ხართო,რომ უთხრა ეწყინებათ.
ბიძინა ივანიშვილმა “ბლექ სი არენა” ააშენა, გაარემონტა, სახელმწიფოს გადასცა და ამ უდღეურებმა ისტერია მოაწყვეს, ბიუჯეტს დააწვა დარბაზის შენახვაო.
მერე იყო, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მილიარდიანი ბიუჯეტისა და ულტრა-თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო დაწესებულება,რომელიც ივანიშვილების ოჯახმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, ამაზეც ბაგქანალია ატეხეს… ახლაა და დენდროლოგიურ პარკს, რატომ არ აძლევს სახელმწიფოსო?!
თქვე იმბეცილებო! შესვლა, დასვენება, დათვალიერება უფასოა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საკუთარ თავზე აიღო მოვლა-პატრონობა და იცით რა ჯდება ასეთი დონის პარკის შენახვა თუ დაგითვლიათ? თუმცა თვლა, მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები თქვენთან რა მოსატანია?

შავნოდარა,რომ ჟურნალისტობის მეტრია, რა გასაკვირია მათემატიკა არ იცოდეთ…

P.S.  – ვააჰ, პიტალოების დოღია ქვეყანაში…“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: „ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა
Next: შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი საჩუქარია. დიახ, საჩუქარია რადგან პარკი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ დაათვალიეროს, მისი მოვლა პატრონობა კი ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯია და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად არ აწევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.