Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა

მარშალ პრესი 27/06/2023
შალვა პაპუაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი.

„შევახსენებ ყველას, რომ ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესი გაჭედილი იყო და მეც ბრიუსელში არაერთი ევროპელი ჩინოვნიკისგან მსმენია, რამდენად ეწინააღმდეგებოდა და არ იყო სათანადო პოზიციით ხელისუფლება საქართველოში, გაჭედილი იყო შეთანხმება, კარგა ხანს ვერ იქნებოდა ეს, რომ არა „ოცნება“, რომელმაც 2014 წელს ხელი მოაწერა და შემდეგ ეტაპებზე გაიყვანა საქართველო. დღეს რომ ლიბერალებს და პროევროპელებს ეძახდნენ თავის თავს, თავად ვერც კი იღებდნენ, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონს.

რატომ ვერ მიიღეს, ლიბერალებს ხომ ეძახიან თავს? სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი ძალა, რომელსაც ჰქონდა ავტორიტარული რეჟიმი და საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან არანაირი. შეგახსენებთ, ევროკავშირის როგორ მოიხსენიებდნენ, ჩახედეთ არქივს 2012 წლამდე, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ასოცირების ხელშეკრულების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: 2012 წელს იყო საუბარი იმაზე, რომ შეეშვით მოსამართლეებს, რადგან თუ თქვენ არ ჩაერევით მათ საქმიანობაში, ისინი თანდათანობით იგრძნობენ თავის თავისუფლებას და აღარ შეასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას
Next: დენდროლოგიური პარკის დათვალიერება უფასოა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საკუთარ თავზე აიღო მოვლა-პატრონობა და იცით, რა ჯდება ასეთი დონის პარკის შენახვა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.