Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და არ გამოხატავს იმ ხალხის ნებას

მარშალ პრესი 23/06/2023
საქართველო უპირველს ყოვლისა

საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 24 ივნისს, 13:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად შეიკრიბებიან, რომლებიც მოუწოდებენ ზურაბიშვილს, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და შეუერთდეს ოპოზიციის რიგებს.

„სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და არ გამოხატავს იმ ხალხის ნებას, რომელმაც ის აირჩია.
პრეზიდენტი, პოლიტიკური შეწყალებების კასკადით, რომლითაც კრიმინალები და ჩვენი ქვეყნის მტრები პასუხისმგებლობას აარიდა, ფეხქვეშ თელავს კანონის უზენაესობის პრინციპს, აღვივებს უსამართლობის განცდას და ნაცვლად პოლარიზაციის შემცირებისა, ხელს უწყობს ვითარების გამწვავებას.

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ გვარამიას გათავისუფლების უსამართლო გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია დამნაშავეების დაუსჯელობის პირობად წამოყენება. ასევე აღსანიშნავია, ახალგაზრდა ბიჭის – დავით ოთხმეზურის მკვლელის შეწყალება, სადაც სავარაუდო კორუფციული ნიშნები იკითხებოდა. ფაქტია, რომ პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივების შესრულებისთვის, პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

შევიკრიბოთ 24 ივნისს 13:00 საათზე პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, ერთად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის წინააღმდეგ! მოვუწოდოთ მას დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და შეურთდეს დესტრუქციული ოპოზიციის რიგებს, სადაც მისი ადგილია!“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: ვერც გვარამიას გათავისუფლება, ვერც „პრაიდი“ ვერ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან – პირიქით!
Next: ევროკავშირის მცდელობაა საქართველოს ხელისუფლების მხარეს გადმოიტანონ პასუხისმგებლობა – მთავრობამ პირნათლად შეასრულა რეკომენდაციები, ახლა ჯერი სწორედაც, რომ ევროკავშირის მხარეს არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.