Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერც გვარამიას გათავისუფლება, ვერც „პრაიდი“ ვერ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან – პირიქით!

მარშალ პრესი 23/06/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ლგბტქი თემის მიერ, საქართველოში, ივლისში დაგეგმილი აქტივობების შესახებ წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ ევროკავშირთან დასაახლოებლად ლგბტქი თემის პროპაგანდაა საჭირო, მაშინ, ასეთი ევროკავშირი მიუღებელია.

„ყოველ „სერიალს“ აქვს თავისი ფინალური სერია, საიდანაც იგებ (ხვდები) – ექნება თუ არა მას გაგრძელება (მომდევნო სეზონი). ანალოგიური ვითარებაა საქართველოს ევროინტეგრაციის „კინოშიც“. ასეც ხდება, როდესაც სერიალის სიუჟეტის მიხედვით, „ამოჩემებული“ გყავს საყვარელი გმირი და არ აქვს მნიშვნელობა, დადებითი თუ უარყოფითი ტიპაჟისაა იგი. მაგრამ, ყოველთვის მოულოდნელია შენთვის, როდესაც ეს ტიპაჟი ფილმის მიმდინარეობისას თავის ჰაბიტუსს იცვლის.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ასეთ დადებით გმირად მიმაჩნდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, უნგრელი ოლივერ ვარჰეი. მაგრამ აქაც მოულოდნელ მეტამორფოზს ჰქონდა ადგილი, როდესაც მან ბრძანა: „საქართველომ უნდა უზრუნველყოს ლგბტქი საზოგადოების წევრების შეკრება და გამოხატვის თავისუფლება“. ტაში. ფარდა. მორჩა კინო. „მოკვდა კაცი“.

როდესაც პირველ ივნისს იერუსალიმში ჩატარდა პრაიდი, ძალიან მინდოდა ამომეკითხა ისრაელის მთავრობის მოტივაცია, რომელიც თითქოს და დეკლარირებულად ებრძვის „გლობალური ომის პარტიის“ ჩარევას ქვეყნის სუვერენულ უფლებებში, მაგრამ ვერ ამოვიკითხე. მინდა მჯეროდეს და მჯერა თურქეთის მოტივაციისა, რომელმაც სტამბულში 27 ივნისს ჩატარებული პრაიდის ორგანიზატორებიც და მონაწილეთა დიდი რაოდენობა დააკავა.

მაგრამ…

… ვერანაირად ვერ გავიგებ, რატომ უნდა გავატაროთ საქართველოში მსგავსი ბაკქანალია, რომელიც დაგეგმილია 1-8 ივლისს და არ ემსახურება არც ერთს, თუნდაც პოლიტიკურად გამართლებულ მიზანს. ვერც გვარამიას გათავისუფლება, ვერც „პრაიდი“ ვერ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით! ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი დაახლოებისაგან, რომელიც ან „პრაიდის“ ჩატარებაზე, ან გვარამიას გათავისუფლებაზე გადის!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ლევან ბერძენიშვილი არის თანამედროვე საჭურისი რუქა – ზურაბ ქადაგიძე (ვიდეო)
Next: სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და არ გამოხატავს იმ ხალხის ნებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.