Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ განწირულია მორიგი, მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე

მარშალ პრესი 22/06/2023
ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე იყო 30% და ახლა ჩამოსულია 20%-ზე ქვემოთ. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს სერიოზული პრობლემები და ამას უკავშირდება მოწოდებები გაერთიანებასთან დაკავშირებით- ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის განმარტებით „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა მდგომარეობს მის ფორმალურ თავმჯდომარეში და იმ ლიდერებში, რომლებიც მართავენ პარტიას.

„ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი. მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელია კეზერაშვილი, უცხოელი აგენტი, რომელიც რატომღაც თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. მათი ლიდერია ასევე ვანო მერაბიშვილი. ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც მელიამაც აღიარა. იგივე სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ.

ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა. ეს დისკრედიტირებული სახეები: სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელი სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“, მანამდე რა თქმა უნდა არავითარი პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს და არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ნაცმოძრაობა განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ვერავის მივცემთ საშუალებას უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, ბუნებრივია იმის საშუალებას სხვასაც ვერ მივცემთ
Next: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, იგივე ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025