Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერავის მივცემთ საშუალებას უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, ბუნებრივია იმის საშუალებას სხვასაც ვერ მივცემთ

მარშალ პრესი 22/06/2023
ირაკლი კობახიძე

„მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. არც ხელისუფლება და არც რომელიმე სხვა სუბიექტი არ უნდა ცდილობდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას“– ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მოითხოვს მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას.

კითხვაზე არის თუ არა მოლოდინი, მოსამართლეებს დაუწესდეთ პირადი სანქციები, კობახიძემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

„მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა როდესაც სცადეს უხეშად ჩარეულიყვნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ერთგვარი სანქციის დაწესება, ვიზიტზე უარის თქმა, ეს იყო მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის პრეცედენტი. რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.

რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ იმის საშუალებას ბუნებრივია სხვასაც ვერ მივცემთ. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წლამდე. მაშინ იყო მართლმსაჯულება პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა – ვგულისხმობ ხელისუფლებას და მათ პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს იგივე „ნაცმოძრაობას“ და იგივე მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ,,ფრანკლინის კლუბის“ საქმიანობაში მთავარ საფრთხეს წარმოადგენს მისი ლიბერალურ ფაშიზმზე აგებული იდეოლოგია, სწავლების მეთოდები და ჩამოყალიბებული თეზისები
Next: „ნაცმოძრაობა“ განწირულია მორიგი, მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.