Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ფერიის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მე-8 მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

მარშალ პრესი 20/06/2023
350508072_641212591394663_1978576982743050672_n

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის მასწავლებელთა სახლის მხარდაჭერით, ფერიის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მე-8 მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა.

სახელწოდებით „სწავლა – სწავლებისა და განათლების ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომები”.

კონფერენციის მიზანია: 2022-2023 სასწავლო წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის გამოვლენა, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ინოვციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის, სასწავლო პროცესის დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე, განათლების ხარისხის მართვის აქტუალური საკითხები და ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა.

მასწავლებელთა კონფერენციიის გახსნის ცერემონიას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, ბათუმის მასწავლებთა სახლის დირექტორი სულიკო თებიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების და სანიაღვრე არხების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next: „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები შიდა ქართლის რეგიონში დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.