ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების და სანიაღვრე არხების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტია ჩართული. ამჟამად უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.
