Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

„აზოვის“ პოლკის ჯარისკაცებმა „აზოვსტალის“ ბუნკერებში დამალული ბავშვების ვიდეო გაავრცელეს, სადაც ბავშვები ამბობენ, რომ 27 თებერვლიდან მზე და ცა არ უნახავთ

მარშალ პრესი 23/04/2022

„აზოვის“ პოლკის მებრძოლებმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც „აზოვსტალის“ ბუნკერებში დამალული ბავშვები და ქალები ჩანან, – Ukrinform-ის ინფორმაციით, ვიდეო საჰაერო სარდლობა “დასავლეთის” „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„სახლებში გვინდა დაბრუნება, გვინდა ცოცხლები დავბრუნდეთ, ახლობლები ვნახოთ. 27 თებერვლიდან დედასთან და ბებიასთან ერთად სახლი დავტოვეთ. იმ დროიდან არ გვინახავს მზე, ცა. ძალიან გვინდა აქედან გასვლა, უსაფრთხო ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე,“-აცხადებენ ბავშვები სამხედროებთან საუბარში.

„ვიმყოფებით „აზოვსტალის“ კომბინატში, მოგმართავთ, გთხოვთ, გაგვიყვანეთ აქედან. გვინდა, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ახლა ჩვენთვის საჭმელი ვჭამოთ, ტკბილი ჩაი დავლიოთ“, – აცხადებს ბუნკერში მყოფი ერთ-ერთი ქალი.

Post navigation

Previous: მარიუპოლიდან დღეს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება
Next: უკრაინიდან პოლონეთს 2.9 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა შეაფარა თავი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.