Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში იმ მომხმარებლების წილით, რომლებიც ვებ-შეტევები განიცადეს

მარშალ პრესი 20/06/2023
Malware-magnifier-city-world

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში კომპიუტერის მომხმარებელთა 12,85%-მა განიცადა თავდასხმები ინტერნეტის საშუალებით (ვებ-შეტევები) და ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყანამ მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოში. ამას მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის იანვარ-მარტში კომპიუტერის მომხმარებელთა 8,59%-ს დაექვემდებარა მსგავს თავდასხმებს და მაშინ საქართველო არ მოხვდა იმ ქვეყნების ოცეულში, რომლის მომხმარებლებიც ყველაზე მეტად განიცდიდნენ ვებ-შეტევებს.
საშუალოდ, 2023 წლის 1-ლი კვარტალში მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა კომპიუტერების 9,73% ერთხელ მაინც დაექვემდებარა Malware კლასის ვებ-შეტევას, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ერთი წლის წინ 8,18% იყო.

კომპანიის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კომპიუტერის მომხმარებლებმა ინტერნეტის საშუალებით ყველაზე მეტი თავდასხმა განიცადეს თურქეთში (16,88%), ტაივანში (16,01%) და ალჟირში (15,95%).

ვებ შეტევებისგან დასაცავად, ექსპერტები გვირჩევენ გამოიყენოთ საიმედო ანტივირუსი ვებ მოდულით, რომელიც ხელს უშლის მავნე ობიექტების ჩამოტვირთვას ინფიცირებული ვებ გვერდებიდან. მავნე პროგრამები იქ აღმოჩნდებიან კიბერკრიმინალების მხრივ ვებ გვერდის გატეხვისას. გატეხვის შემდეგ მათ ლეგიტიმურ საიტებში შეჰყავთ მავნე სკრიპტები და სხვადასხვა დანიშნულების პროგრამები – ფარული კრიპტოვალუტის მაინერები, გამოსასყიდი პროგრამების ჩამომტვირთავები, პერსონალური და საბანკო მონაცემების მოპარვის პროგრამები. თავდამსხმელები ასევე შეგნებულად ქმნიან მავნე საიტებს, შეგნებულად ტვირთავენ მათში სხვადასხვა მავნე პროგრამას და შემდეგ ატყუებენ მომხმარებლებს ამ საიტებზე სოციალური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით.

Post navigation

Previous: ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება – ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე
Next: ვერავის მეუღლეზე უნდა ბედავდეს საუბარს თამარ ჩერგოლეიშვილი, როცა გიგა ბოკერია ნაცრეჟიმის ფაშისტური იდეოლოგიის თანაავტორია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.