Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება – ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე

მარშალ პრესი 20/06/2023
ირაკლი კობახიძე

მთავარია, მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თანამდებობას, წინ უნდა გავიხედოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომლითაც აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართავს: „რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აღვივებთ პოლარიზაციას?“ – რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს ახალი ელჩის კუთხით. ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: „ფრანკლინის კლუბის“ მიერ შერჩეული იდეოლოგიური სტიგმა: “ილია ჭავჭავაძე – ლიბერალი“, ადრეულ პერიოდში აქტიურად „პიარდებოდა“ ლევან რამიშვილის მიერ
Next: საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში იმ მომხმარებლების წილით, რომლებიც ვებ-შეტევები განიცადეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.