Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამედროვე ქართული განათლების მთავარი ფლაგმანი ხდება

მარშალ პრესი 19/06/2023
გიორგი ამილახვარი

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხდება თანამედროვე ქართული განათლების მთავარი ფლაგმანი, რომელიც, ვფიქრობ, შეცვლის არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს განათლების სისტემად, არამედ მთლიანად საქართველოში განათლების ეკოსისტემას, ვინაიდან ის თამასა, რასაც ეს უნივერსიტეტი აწესებს, არის ის გზა, საითკენაც ყველა უნივერსიტეტმა უნდა იაროს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

გიორგი ამილახვარმა ხაზი უნივერსიტეტის უნიკალურობას გაუსვა და აღნიშნა, რომ ფონდმა „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა პროექტის განხორციელებაში უკვე თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი ჩადო.

„ინვესტიცია, რომელსაც „ქართუ“ ჯგუფი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ახორციელებს, 1 მილიარდი ევროს შემადგენლობისაა და დღეს უკვე თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი უკვე დახარჯულია. რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი საქმე ქვეყნისთვის გაკეთებული, ვიდრე ინვესტიციაა განათლებაში, რაც პირდაპირ ნიშნავს ნიჭიერ მომავალ თაობას, ახალი ცოდნის შექმნას, რომელიც მთავარი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და, მათ შორის, ევროპული მომავლის“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

Post navigation

Previous: ჩვენ მკვლელების იარლიყი დღესაც არ მოგვაშორეს, რადგან ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უნდა გვქონდეს აწებებული – ნინო ნადირაძე
Next: ზუსტად ვიცი, რომ ჩხუბი მოხდა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის – პეტრე მამრაძე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.