Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ჩვენ მკვლელების იარლიყი დღესაც არ მოგვაშორეს, რადგან ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უნდა გვქონდეს აწებებული – ნინო ნადირაძე

მარშალ პრესი 18/06/2023
ნინო ნადირაძე

ჩვენ მკვლელების იარლიყი არ მოგვაშორეს, რადგან ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უნდა გვქონდეს აწებებული, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკის მედ-პერსონალმა „არნახული წნეხი“ განიცადა. მან ექსპერტები „სახალხო არტისტებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ არც ეგონა, თუ საქართველოში ამდენი ექსპერტი არსებობდა.

„ჩვენ მივყვებოდით ჩვენს მიზანს, რომ პაციენტისთვის ყოფილიყო ყველაფერი ისე, როგორც იყო და დღესაც ასეა. ჩვენ ჩვენს დიაგნოზებზე ვაგებდით პასუხს. ჩვენ ჩვენს დიაგნოზებს ვამტკიცებდით შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით ჩვენს სიმართლეში, თუმცა არასდროს გვეთაკილებოდა სხვისი აზრების მოსმენა-გაზიარება, მაგრამ ეს „სახალხო არტისტები“ ჩვენთან რომ მოდიოდნენ, არავინ განსაკუთრებულს არ გვეუბნებოდა. პირიქით, არასწორ მხარეს, არასწორი მიმართულებით მივყავდით და არანაირი მხარდაჭერა სამედიცინო კუთხით ჩვენ მათგან არ მიგვიღია.

ამას გარდა, საღამოს ტელევიზორს არცერთ არხზე აღარ ვრთავდი, რადგან პირდაპირ ეთერში ყოველდღიურად ვუყურებდი მრავალ თოქ-შოუს, სადაც მიდიოდა ჩემი კლინიკის სტაფის, ასე ვთქვათ, ჯვარზე გაკვრა, სასამართლო პროცესი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში მონაწილეობას იღებდნენ ექიმები. წნეხი იყო, რომ თითქოს, ჩვენ ვართ ბოროტი ადამიანები და არ ვითვალისწინებთ პოლიტიკურ გარემოებებს, თემებს და როდესაც საქმე მიდგებოდა ისტორიის გარჩევაზე, რეგულირების სააგენტოს კი არ სძინავს?! რაღაც ტყუილი რომ ჩაწერო, მერე როგორ უნდა გაამართლო შენი ექიმი?!“, – განაცხადა ნადირაძემ.

Post navigation

Previous: მართლა არ მიფიქრია, რომ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის, რაც მას ფიქრადაც არ ჰქონია, იმისთვის რომ შენი რაღაც მიზანი გაამართლო – ნინო ნადირაძე
Next: გიორგი ამილახვარი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამედროვე ქართული განათლების მთავარი ფლაგმანი ხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.