Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

მარშალ პრესი 23/04/2022
უკრაინის მხარე

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, უკრაინული ჯარი ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა და სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

„ფრონტის ხაზიდან კარგი სიახლეები გვაქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალები გუშინ დილით წარმატებულ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მთელი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ჩვენმა სამხედროებმა დერგაჩოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან: ბეზრუკიდან, სლატინოდან და პრუდიანკიდან რუსული ჯარები განდევნეს და პოზიციებზე გამაგრდნენ“, – აცხადებს სინეგუბოვი.

მისივე თქმით, რუსული საოკუპაციო ჯარი ხარკოვისა და ოლქის მასშტაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას აგრძელებს. სინეგუბოვის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაიჭრა.

Post navigation

Previous: ბრიტანული დაზვერვა: ბოლო 24 საათში უკრაინაში რუსული ჯარის შეტევა გაძლიერდა, თუმცა არანაირი პროგრესისთვის მათ არ მიუღწევიათ
Next: ამირან გამყრელიძე: სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დახურულ სივრცეში ვატაროთ პირბადე და დავიცვათ რეგულაციები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.