Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

CNN: ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბარიერების შემსუბუქებას მხარს არ უჭერს

მარშალ პრესი 17/06/2023
ჯო ბაიდენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბარიერების შემსუბუქებას მხარს არ უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეამსუბუქებდა თუ არა ბარიერებს უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

არა. მათაც იგივე სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ასე რომ, მე გამარტივებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ მათ [უკრაინელებმა] ყველაფერი გააკეთეს სამხედრო კოორდინაციის კუთხით, მაგრამ არსებობს რიგი საკითხები. არის თუ არა მათი სისტემა უსაფრთხო, არაკორუმპირებული, აკმაყოფილებს თუ არა ის ყველა სტანდარტს, რასაც ნატოს ყველა სხვა წევრი აკმაყოფილებს? ვფიქრობ, დააკმაყოფილებს. ვფიქრობ, ეს შეუძლია. თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება.

მანამდე გამოცემა POLITICO-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმის გვერდის ავლით გაწევრიანებას ნატოს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა.

Post navigation

Previous: ზურაბ აბაშიძე: საქართველოზე დაბალი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა რუსეთთან მსოფლიოში არცერთ სახელმწიფოს არ აქვს
Next: დღევანდელ ინციდენტში, სამიდან ორი ახალგაზრდა, კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო – რა გამოდის, უცხო უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ, პროვოკაციას თსუ-ს ლექტორს უწყობენ და თან გადადგომას სთხოვენ? – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.