Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს

მარშალ პრესი 17/06/2023
ვატო შაქარიშვილი

დაუანონსებიათ იმ ჩავარდნილ ლექციას პარლამენტის წინ საჯაროდ ჩავატარებთო… გარწმუნებთ, რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირეველს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაქარიშვილის განცხადებით, რაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებს და მათ ლიდერს ბორჯომში დაგეგმილ სემინარზე ახალგაზრდებისთვის უნდა ეთქვათ, იმ გზავნილების საჯაროდ გაჟღერების შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძის პარტიას არა მხოლოდ მათი მოძრაობა, არამედ მთელი საქართველო დაუპირისპირდება.

„დაუანონსებიათ იმ ჩავარდნილ ლექციას პარლამენტის წინ საჯაროდ ჩავატარებთო…გარწმუნებთ, რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს – რუსულად მოვიდნენ, რუსულად გვითხრეს, რუსულად… რუსულად…რუსულად… საელჩოებიც აღშფოთდებიან, ენჯეობიც გაგიჟდებიან, ალბათ “ხელოვნების” წარმომადგენლები მორიგ კოლექტიურ წერილსაც მოაწერენ ხელს კლასიკურ ბოლშევიკურ სტილში… ბორჯომში რაც უნდა ელაპარაკათ, ის რომ საჯაროდ თქვან, მარტო ჩვენი მოძრაობა კი არა, მთელი საქართველო გარეთ გამოვა და გადათელავს ამ ანტიქართველებს! რა ქნან, ეტკინათ სიმართლე და მართალი ხალხის პოზიცია – სხვათა შორის გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სრული დაცვით! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: თუ ვინმე “იმედი”-ს ან “პოსტ ტვ”-ის რომელიმე თანამშრომელს გამარჯობას ეტყვით, თანამონაწილე იქნებით მათი ღალატის და ათასგვარი ამორალური სიბინძურის
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს წერეთლის გამზირის მიმდებარედ, კიდევ ერთ მისამართზე ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.