Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება

მარშალ პრესი 23/04/2022
იერუსალიმი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. სასულიერო პირები, გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარეს. იგი სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს.

ამასთან, მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება. იერუსალიმში იმყოფება ქართველ მომლოცველთა ჯგუფი. წმინდა ცეცხლს საქართველოში დეკანოზი შალვა კეკელია ჩამოაბრძანებს.

როგორც „ქრონიკას“ მამა შალვამ განუცხადა, წმინდა ცეცხლი საქართველოში სააღდგომო ლიტურგიის დაწყებამდე ჩააბრძანბს, რის შემდეგაც იგი ტაძრებში გავრცელდება.

დიდმარხვა წელს 7 მარტს დაიწყო და 24 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

Post navigation

Previous: გორის მერი უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს შეხვდა და სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი გადასცა
Next: ბრიტანული დაზვერვა: ბოლო 24 საათში უკრაინაში რუსული ჯარის შეტევა გაძლიერდა, თუმცა არანაირი პროგრესისთვის მათ არ მიუღწევიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.