Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი რასა თვითონ არაა შემკვეთი და მხოლოდ შემსრულებელია, მაინც შევახსენოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს

მარშალ პრესი 16/06/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ქალბატონ რასას რომ შევახსენოთ, მანამდე (წინა ხელისუფლების დროს) არაფერი ჰქონდა ევროინტეგრაციასთან საერთო ადამიანების წამებას, ქუჩაში დახოცვას, ბიზნესის რეკეტს და ა.შ“… – ამის შესახებ, მედიასთან საუბრისას განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილი ევროპარლამენტარს ახსენებს საქართველოს უახლოეს წარსულს და აღნიშნავს, დღეს თუ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დგას, ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„ რა თქმა უნდა, ქალბატონი რასა არაა შემკვეთი, ის ასრულებს დავალებებს, როდესაც ამ განცხადებებს აკეთებს. რა თქმა უნდა, მისი განცხადება არაა მნიშვნელოვანი, თუმცა პასუხგასაცემი მაინც არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ის პიროვნებაა, ვინც ქვეყანა შეატრიალა ევროინტეგრაციისაკენ. ქალბატონ რასას რომ შევახსენოთ, მანამდე არაფერი ჰქონდა ევროინტეგრაციასთან საერთო ადამიანების წამებას, ქუჩაში დახოცვას, ბიზნესის რეკეტს და ა.შ.. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი რასა თვითონ არაა შემკვეთი და მხოლოდ შემსრულებელია, მაინც შევახსენოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: სამხედროებად წოდებულმა ადამიანებმა, რომლებმაც გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვეს, ეს ლაჩრები იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ და არა შინდისის გმირები ან ის ბიჭები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ
Next: ბოდიშის მოხდის შემდეგ, “მაკდონალდს საქართველო”-ს გვერდზე განცხადება წაიშალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.