Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედროებად წოდებულმა ადამიანებმა, რომლებმაც გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვეს, ეს ლაჩრები იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ და არა შინდისის გმირები ან ის ბიჭები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ

მარშალ პრესი 16/06/2023
გიორგი ვოლსკი

იმ სამხედროებად წოდებულმა, მთავარსარდლად წოდებულმა ადამიანებმა ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები მიატოვეს, ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ. ეს ლაჩრები იგულისხმა, ვინც ეს გააკეთა და არა შინდისის გმირები ან ის ბიჭები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც ხარ აბსოლუტურად გამოცარიელებული თავით და ინტელექტით და არ გაგაჩნია ხედვა, არ გაგაჩნია იდეა, რასაკვირველია, რაღაც სიტყვას შეიძლება გაეკიდო. თორნიკე რიჟვაძემ ძალიან კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა. მთავარსარდალმა, რომელმაც სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს თვალწინ და იქვე, სტუმრების თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როდესაც შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა. მიწაზე მოხოხიალე მხედართმთავარი არის ლაჩარი. ადამიანებმა, ვინც მიატოვეს თავისი მებრძოლები ბრძოლის ველზე და მილიონერები გახდნენ – ისეთები, რომლებიც ვერავის წარმოედგინა, რომ შეიძლება უქონელი ადამიანი გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, ისინი იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ. ის ადამიანები იგულისხმა, ვინც გენერალ ბორისოვს დაუდგნენ მძღოლებად, ის ადამიანები იგულისხმა, ვინც ეღლიცინებოდნენ, რომ 50 ათას ლარს მოგცემთ და სტალინის ძეგლს ბომბი ესროლეთო, სხვადასხვა ფარისევლური მოქცევის მქონე ადამიანები იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის შემდეგ, ყველაზე თვალსაჩინო იყო ქვეყანაში უკრაინული სცენარით „მაიდანიზაციის“ პროცესების პროვოცირება
Next: მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი რასა თვითონ არაა შემკვეთი და მხოლოდ შემსრულებელია, მაინც შევახსენოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.