Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მარშალ პრესი 23/04/2022
მემორანდუმის გაფორმება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და GIPA-ს რექტორმა, მარინე იოსელიანმა მოაწერეს. თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობს.

მემორანდუმის ფარგლებში, უწყების პრიორიტეტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების პროფესიული გადამზადება, მათთვის სამეცნიერო-კვლევითი შეხვედრების ორგანიზება და პროგრამებში ჩართულობა.

თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, სტუდენტებს უწყების დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას მისცემს. თანამშრომლობის დოკუმენტის საფუძველზე, სამინისტროს ექსპერტები უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სემინარების ჩატარებას უზრუნველყოფენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.

Continue Reading

Previous: საქართველოში კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
Next: გორის მერი უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს შეხვდა და სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი გადასცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025