Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

მარშალ პრესი 23/04/2022
კოვიდი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 259 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. მათივე ცნობით, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 654 163 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა – 1 635 550, გარდაიცვალა 16 797 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი: საქართველომ 30 წლის წინ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდებთან და დღეს ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან
Next: თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.