დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, სოლომონ ღორაშვილთან ერთად სოფელ ხორნაბუჯში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სოფელ ხორნაბუჯში ჩოლოყაშვილის და დუმბაძის ქუჩების, ასევე, საბავშვო ბაღთან მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობა მიმდინარეობს . სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი ჯამური ღირებულება 419 777 ლარს შეადგენს.
ჩოლოყაშვილის და დუმბაძის ქუჩების, ასევე, საბავშვო ბაღთან მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
