Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება

მარშალ პრესი 14/06/2023
isuzu

ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება – ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე გააკეთა.

„ ვასრულებთ წინასაარჩევნოდ მიცემულ კიდევ ერთ პირობას: ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება – რისთვისაც უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება. სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ვიწყებთ რეფორმის გატარებას და პირველ ეტაპზე შევისყიდით 8 ერთეულ ISUZU-ს მარკის ავტობუსს.

ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმება მარშრუტები და მოეწყობა გაჩერებები. ავტობუსების მარშრუტებს სპეციალისტებთან ერთად, დავგეგმავთ ისე, რომ დასახლებულ პუნქტებს და იმ გეოგრაფიულ არეალებს შორის, სადაც მოქალაქეები არიან დასაქმებული და ყოველდღიურად უწევთ მიმოსვლა – მაქსიმალური იყოს სატრანსპორტო დაკავშირება,“- განაცხადა მერმა. მისი თქმით, შემდეგი წლიდან მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეებისთვის კომფორტული და უსაფრთხო იქნება.

Post navigation

Previous: ყელს გაუფრთხილდით. სუსტები ხართ, უკეთ მოემზადეთ – ავთანდილ თალკვაძე ოპოზიციას ოზურგეთში
Next: დედოფლისწყაროს მერმა სოფელ ხორნაბუჯში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.