Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვენეციის კომისიამ აღიარა, რომ უკრაინას ჰყავს ოლიგარქები და სჭირდებათ იგივე კანონი, ხოლო ჩვენ არ გვყავს ხელისუფლებაში და არ გვჭირდება, ამის საფუძველზე 12-პუნქტიანი გეგმიდან ეს მოთხოვნა უნდა ამოიღონ

მარშალ პრესი 13/06/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ეს პირდაპირ თუ ირიბად იმის აღიარებაა, რომ უკრაინას ჰყავს ოლიგარქები და მათ სჭირდებათ ეს კანონი, ხოლო ჩვენ არ გვყავს ხელისუფლებაში და არ გვჭირდება“, – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.  ჩიბურდანიძის თქმით, თუ საქართველოს არ სჭირდება დეოლიგარქიზაციის კანონი, მაშინ ეს მოთხოვნა უნდა ამოიღონ 12-პუნქტიანი გეგმიდან.

„ვენეციის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ შორს არის უკრაინა დემოკრატიისგან და ევროპული სტანდარტებისგან. მათ უკრაინას მოუწონეს იგივე კანონი, რაზეც ჩვენ უარი გვითხრეს. ეს პირდაპირ თუ ირიბად იმის აღიარებაა, რომ უკრაინას ჰყავს ოლიგარქები და მათ სჭირდებათ ეს კანონი, ხოლო ჩვენ არ გვყავს ხელისუფლებაში და არ გვჭირდება. არადა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსი უკრაინას მისცეს და არა – ჩვენ. დიახ, განმარტეს, რომ იქ ომია და ამიტომ მისცეს, მაგრამ დემოკრატიის ხარისხის შეფასებებში რიგი ევროპელები მიგვითითებენ, რომ მივბაძოთ უკრაინას. და თუკი ეს კანონი არ გვჭირდება, რადგან ჩვენთან ამის საჭიროება არ არსებობს, მაშინ რატომ დევს 12-პუნქტიან მოთხოვნებში? ამოიღონ ამ გეგმიდან და მაშინ ლოგიკური იქნება ჩვენთვის ვენეციის კომისიის დასკვნაც და სხვა ევროპელების ქმედებაც. ველით ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი 12-პუნქტიანი გეგმის გადახედვას. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ გვყვანან ოლიგარქები, ისინი დაჟინებით ითხოვდნენ, რომ გვყავს და ეს პუნქტი უნდა შეგვესრულებინა. იმედია, იგივე ევროპის, ვენეციის კომისიის დასკვნა მაინც გახდება ანგარიშგასაწევი ევროკავშირისთვის“, – წერს ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური სტაბილურობა. ამიტომაც გვინდა, რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი (არის კიდეც) ინსტიტუცია
Next: ერთი ჩვეულებრივი ყაჩაღები ხართ – გია ცაგარეიშვილი ნაც.მოძრაობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.