Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური სტაბილურობა. ამიტომაც გვინდა, რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი (არის კიდეც) ინსტიტუცია

მარშალ პრესი 13/06/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის გამართულად ფუნქციონირებაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და ამიტომაც მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია.

„ეროვნული ბანკი უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში. ამიტომ, ბევრი რამეა დამოკიდებული მასზე. ზოგადად, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შედეგებზე ბუნებრივია პასუხისმგებელია ხელისუფლება იმიტომ, რომ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. ეროვნულ ბანკზეც, ნებისმიერი სამინისტროს თუ სფეროს მოქმედებებზე, საზოგადოება პასუხს სწორედ ხელისუფლებას სთხოვს. ამიტომაც გვაქვს ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეს პოზიცია – ეს უნდა იყო და არის კიდეც დამოუკიდებელი ინსტიტუცია. თუმცა ეს არ უნდა იყოს დამოუკიდებელი ხალხისგან, ხალხის მოთხოვნებისგან და სახელმწიფო ინტერესებისგან. აქ ამაზეა საუბარი. ჩვენ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, დავიცავთ ბოლომდე იმ პრინციპით, რომ ეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა. ბუნებრივია, ამიტომაც გვინდა, რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი (არის კიდეც), მაგრამ იყოს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები გათვალისწინებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გაუგებარია, რატომ თვლის პრეზიდენტი რომ მხოლოდ ის შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და რატომ არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ვინმე სხვა
Next: ვენეციის კომისიამ აღიარა, რომ უკრაინას ჰყავს ოლიგარქები და სჭირდებათ იგივე კანონი, ხოლო ჩვენ არ გვყავს ხელისუფლებაში და არ გვჭირდება, ამის საფუძველზე 12-პუნქტიანი გეგმიდან ეს მოთხოვნა უნდა ამოიღონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.