Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო მეტად იცავ საკუთარ ინტერესებს, მით უფრო მეტად ანგარიშგასაწევი ხდები სხვისთვის, რაც უფრო მეტად მონა ხარ,მით ნაკლებად გიწევენ ანგარიშს

მარშალ პრესი 09/06/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„საერთოდ, რაც უფრო მეტად იცავ საკუთარ ინტერესებს, მით უფრო მეტად ანგარიშგასაწევი ხდები სხვისთვის, რაც უფრო მეტად მონა ხარ და ფეხქვეშ ეგები სხვას, ნებისმიერ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, მით ნაკლებად გიწევენ ანგარიშს. ოპოზიციას დიპლომატია ის ჰგონია, რომ დამკვეთი რასაც გეტყვის, ის უნდა აკეთო და მონა უნდა იყო. დიპლომატია მონობა არ არის, ეს არის საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა დიპლომატიის დონეზე. აი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, როგორაც წარადგინა ჩვენი ქვეყანა ჩვენმა დელეგაციამ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატია არ ნიშნავს მონობას და ადამიანი მეტად დაფასებულია, როდესაც საკუთარ ინტერესებს იცავს ბრძანებების მორჩილად შესრულების ნაცვლად.

„ოპოზიციის ქმედება იყო მოღალატეობრივი და მონური. რაც შეეხება ჩვენს დეპუტატებს, არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა ეკა სეფაშვილსაც, მაია ბითაძესაც და საერთოდ, ჩვენს ყველა დეპუტატს. ისინი არიან ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები, რომლებიც იცავდნენ საკუთარი ქვეყნის ღირსებას. ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც ამ კადრებს უყურებდი და მათ გამოსვლებს ვუსმენდი. საერთოდ, რაც უფრო მეტად იცავ საკუთარ ინტერესებს, მით უფრო მეტად ანგარიშგასაწევი ხდები სხვისთვის, რაც უფრო მეტად მონა ხარ და ფეხქვეშ ეგები სხვას, ნებისმიერ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, მით ნაკლებად გიწევენ ანგარიშს. ამათ დიპლომატია ის ჰგონიათ, რომ დამკვეთი რასაც გეტყვის, ის უნდა აკეთო და მონა უნდა იყო. დიპლომატია მონობა არ არის, ეს არის საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა დიპლომატიის დონეზე. აი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, როგორაც წარადგინა ჩვენი ქვეყანა ჩვენმა დელეგაციამ.

ძალიან მიხარია, რომ მოსახლეობაში ახსნა-განმარტებები უკვე აღარ გვჭირდება. თუკი შარშან, შარშანწინ ან რამდენიმე თვის წინ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ჩვენ ცოტა მეტ დროს ვხარჯავდით, რათა მოსახლეობისთვის აგვეხსნა ფაქტები, რომ ეს ზღვა დეზინფორმაცია, რომელიც დღეს დასავლეთიდან მოდის, მოდიოდა რუსეთიდან, დღეს ამხელა ძალისხმევა აღარაა საჭირო. ყველამ ვიცით, თუ რა დეზინფორმაცია მოდიოდა რუსეთიდან. ახლა კი იმხელა ნიაღვარი წამოვიდა დასავლეთიდან ამ დეზინფორმაციის, რომ ირგვლივ ყველაფერი წალეკა. გუშინდელი დღეც ამის საუკეთესო მაგალითია; მარტის დღეები ჩვენს კანონთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის პიკი იყო. დასავლეთმა შეძლო, დეზინფორმაციაზე აგებული კამპანიით პროცესების მოგება. ფაქტობრივად, მათ ის პროცესები მოიგეს, მაგრამ მაინც ხელისუფლებამ გაიმარჯვა, რადგან კანონმა მიღების გარეშეც იმუშავა და კიდევ უფრო მეტად იმუშავებს მომავალშიც. ეს არის ყველაზე მთავარი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ტყუილზე აგებული ნებისმიერი ქმედება არის მოკლევადიანი. ანდაზაც არის, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“ – დიახ ნამდვილად ასეა, დეზინფორმაციაზე აგებული ნებისმიერი კამპანიით იმ პროცესში როგორც არ უნდა მოიგო, ცოტა ხანში მაინც წაგებული რჩები. სიმართლეზე დაფუძნებული ბრძოლა რთულია და გრძელვადიანი, მაგრამ მყარია და გარანტირებული!“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: დღემდე არ გვაქვს პასუხი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს შარშან ივნისში რატომ არ მიენიჭა
Next: დაასანქცირეთ ვინაო? – დარინა და მისი თანამოაზრეები რეპეტიციას გადიან (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.