Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღემდე არ გვაქვს პასუხი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს შარშან ივნისში რატომ არ მიენიჭა

მარშალ პრესი 09/06/2023
შალვა პაპუაშვილი

ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი, რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი შარშან ივნისში. სინამდვილეში, ეს პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქართველოს გასული წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო. მისივე თქმით, სტატუსის არმინიჭების თაობაზე, ობიექტური პასუხი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოსთვის უარის თქმა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

„ევროკომისიისგან, იანვრის ანგარიშით, პირიქით გვაქვს პასუხი, რომ თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ობიექტური კრიტერიუმებით, იმ ე.წ. დამსახურების პრინციპზე დაყრდნობით, რომელსაც ხშირად აჟღერებს ხოლმე ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუცია, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნამდვილად უნდა მინიჭებოდა. როდესაც სხვადასხვა დედაქალაქსა თუ ინსტიტუციაში კითხვას ვსვამთ, რა იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭების განმაპირობებელი, პასუხი სხვადასხვაა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, რაც ერთ რამეს აჩვენებს: სინამდვილეში, ამის ობიექტური პასუხი არ არსებობს. იყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც რთულია ახლა თქვა, თუ რა მოსაზრებებს ეფუძნებოდა.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ასე ამარცხებს გიგა მაქარაშვილი ოკუპანტ რუსეთს
Next: რაც უფრო მეტად იცავ საკუთარ ინტერესებს, მით უფრო მეტად ანგარიშგასაწევი ხდები სხვისთვის, რაც უფრო მეტად მონა ხარ,მით ნაკლებად გიწევენ ანგარიშს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.