Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო კამალა ჰარისს ისრაელის სასამართლო რეფორმაზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

მარშალ პრესი 07/06/2023
1611006824-4586-1024x614

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ისრაელის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელში დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. კამალა ჰარისის კრიტიკას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი გამოეხმაურა.

„კამალა ჰარისს რომ ვკითხოთ, რა აწუხებს მას რეფორმაში, ის ვერცერთ პუნქტს ვერ დაასახელებს. იმ ადგილებში, სადაც მე ვსტუმრობ ადამიანებს, ვკითხე, რა აწუხებთ და ვერავინ ახერხებს თითი დაადოს იმას, რაც მათ აწუხებს. არ ვიცი, [ჰარისმა] წაიკითხა კანონი თუ არა – ჩემი შეფასება ის არის, რომ მან არ წაიკითხა. მე დიდ პატივს ვცემ ჩვენს მოკავშირეს, აშშ-ს და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს, ისრაელის ნამდვილ მეგობარს. ისრაელის სამართლებრივი რეფორმა არის შიდა საკითხი, რომელიც ამჟამად კონსოლიდაციისა და დიალოგის პროცესშია. ისრაელის სახელმწიფო კვლავაც იქნება დემოკრატიული და ლიბერალური, როგორც ყოველთვის იყო“, – განაცხადა ელი კოენმა.

ამის საპასუხოდ, ისრაელში აშშ-ის ელჩმა, ტომ ნიდესმა განაცხადა, რომ ჰარისის ყოფნა ისრაელის საელჩოს ღონისძიებაზე საუბრობს ორ ერს შორის ურთიერთობების სიძლიერეზე.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა ახმეტელის ქუჩაზე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის პარალელურად, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციასაც ახორციელებს
Next: გაბოროტებული მიშველაძის მორიგი აგრესია – როგორ დავაკავშიროთ უკრაინის ტრაგედია “ქართულ ოცნებასთან”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.