Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა აგრესორს აქვს გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იწყებენ მოქმედებას – „საქართველოს სცენარი“, ხელისუფალთა უაზრო ქმედების აგრესიისთვის გამოყენებას ითვალისწინებს

მარშალ პრესი 06/06/2023
გია გაბრიჭიძე

ყველა აგრესორს აქვს გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იწყებენ მოქმედებას. ეს სტანდარტი ფაქტობრივად არ იცვლება და მთავარი დატვირთვა გადადის ძირითადად მოწინააღმდეგის დადანაშაულებაში მის წინააღმდეგ აგრესიული ქმედების გამო, – ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში რუსეთის დუმის დეპუტატის, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინის განცხადებასთან დაკავშირებით წერს.

გაბრიჭიძის თქმით, ზატულინის განცხადება იმის შესახებ, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს”, გულისხმობს საქართველოში 2008 წელს განვითარებულ სცენარს, რომელშიც სააკაშვილის გაუაზრებელმა ქმედებებმა, აგრესორ ქვეყანას საქართველოში შემოჭრის საშუალება მისცა.

„ყველა აგრესორს აქვს გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იწყებენ მოქმედებას. ეს სტანდარტი ფაქტობრივად არ იცვლება და მთავარი დატვირთვა გადადის ძირითადად მოწინააღმდეგის დადანაშაულებაში მის წინააღმდეგ აგრესიული ქმედების გამო. ამ საქმეში ყველაზე გამორჩეული და მრავალმხრივი ფაშისტური გერმანია იყო. ის თავდასხმის მიზეზად აბსოლუტურად ყველა არსებულ საშუალებას იყენებდა. მაგალითად პოლონეთში იმ მიზეზით შეიჭრა, რომ თითქოს პოლონელი მესაზღვრეები გერმანელ მესაზღვრეებს დაესხნენ თავს და დახოცეს. სინამდვილეში კი ის დაღუპული ადამიანებიც და თავდამსხმელებიც გერმანულ და პოლონურ სამხედრო ფორმაში გადაცმული პატიმრები იყვნენ. ჩეხოსლოვაკიის ანექსია იქ მცხოვრები გერმანელების დასაცავად მოახდინა, ხოლო ავსტრიამ „თავად სთხოვა“ მიერთება.

დღეს ეს ფაქტები საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ისე, თუ რა მიზეზის გამო მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს. აქაც უმთავრესი პირველ რიგში დასავლეთის ძლიერი ქვეყნების უნიათობა და შემდეგ თითიდან გამოწოვილი პროვოკაციული საბაბი იყო, რისი განხორციელებისთვის სააკაშვილის გაუაზრებელმა (ან იქნებ წინასწარ გამიზნულმა) ქმედებებმა მისცა საუძველი. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“. „საქართველოს სცენარი“, რომელიც ხელისუფალთა უაზრო ქმედების აგრესიისთვის გამოყენებას ითვალისწინებს“ – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: რისი გასაღებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკეტი უკვე დიდი ხანია გამოცვლილია – არჩილ თალაკვაძე
Next: ზატულინმა სასწაული რამ თქვა, უნდა დაგვეცადა როდის დაიწყებდა უკრაინა ომს, ამის შემდეგ უნდა შეგვეტია და ხომ ავცდებოდით ამდენ სანქციებსო? – ანუ რაც საქართველოში მოხდა და სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა, ის გვაწყობდა უკრაინასთანაცო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025