Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რისი გასაღებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკეტი უკვე დიდი ხანია გამოცვლილია – არჩილ თალაკვაძე

მარშალ პრესი 06/06/2023
თალაკვაძე

რისი გასაღებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკეტი უკვე დიდი ხანია გამოცვლილია. ამიტომაც ცდილობენ წლებია, უშედეგოდ, ხან პარლამენტის, ხან ცესკოს ღობეზე გადაძრომას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“.

„ოპოზიციური პარტიები ამ სატყუარას თუ წამოეგებიან, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად გარეთ დარჩებიან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

Continue Reading

Previous: 15 წლის მერე, კიდევ ერთხელ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ
Next: ყველა აგრესორს აქვს გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იწყებენ მოქმედებას – „საქართველოს სცენარი“, ხელისუფალთა უაზრო ქმედების აგრესიისთვის გამოყენებას ითვალისწინებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025