Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 06/06/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენმა ხალხმა რომ გაიგოს კიდევ ერთხელ, ქალბატონი ხოშტარია, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია, მის პარტიას, დადიან, ეწევიან დესტრუქციულ საქმიანობას, აყენებენ შეურაცხყოფებს ადამიანებს და მათ შორის, ჩვენს საამაყო პოლიციელებს. და ვითომ, ერთ-ერთი ხმალამოღებით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამას არავითარი პროტესტი არ უჩნდება.

„საერთოდ, მე მინდა უფრო ვრცლად გიპასუხოთ ამ თემაზე, რომ კითხვა დაუსვით აი ამ ადამიანებს, რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე? რატომ დააგვიანეს? რატომ არ დაიწყეს მოლაპარაკებები იგივე ასოცირების შეთანხმების თაობაზე, უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, 3 წელი დააგვიანეს. დაიწყო მანამდე მოლდოვამ, უკრაინამ და ყველამ, 3 წელი. 3 წელი კი არა 3 დღე რომ დაგვეგვიანებინა ჩვენ, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ამბავს ატეხავდნენ აქ?! ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი. ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამას არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე
Next: ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს – პრემიერი “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტს (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025