Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე

მარშალ პრესი 06/06/2023
ირაკლი ღარიბაშვილი1

 მე არ მინახავს  განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტის თქმით,  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ 2 ივნისს დაკავებულებზე შესაძლოა მათი მონიტორინგი განხორციელდეს  და ისინი ამბობენ, რომ ამ დაკავებულების საქმეს შეისწავლიან.

„ესეც სახეა ჩვეულებრივი, მე არ მინახავს  განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ისინი პროვოცირებენ.
როგორ არ მაინტერესებს ეხლა ხო წარმოგიდგენიათ საერთოდ, ეს არის მარტივი პროვოკაციები, რომელზეც საერთოდ სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი. ვინც პოლიციის შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, ყველა იქნება დასჯილი“, –  განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ევროკავშირს შეუძლია თავისი პოზიტიური როლი ითამაშოს – მოგვანიჭოს სტატუსი და შეაჩეროს პოლარიზაცია
Next: ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025