Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა

მარშალ პრესი 31/05/2023
ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

მან ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხარდაჭერით ხელმოწერილ შეთანხმებაზე და მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ირაკლი კობახიძემ, ასევე იმსჯელა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია
Next: ოზურგეთში ანსამბლ ,,მართვეს” კონცერტი გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.