Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია

მარშალ პრესი 31/05/2023
ზურაბ ქადაგიძე

„სამწუხაროდ, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, იმას ამბობს, მისი განცხადებები კი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რომელშიც ქართული პოლიტიკა და საზოგადოებაა დღესდღეობით. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აცდენილია ქართულ რეალობას, ეს დამოკიდებულება კი პრეზიდენტის მხრიდან საკმაოდ მიუღებელია.

„ცოტა არაადეკვატურად ჩანს ჩვენი პრეზიდენტის ბავშვური დამოკიდებულება და „ფეხების ბაკუნი“. თითქოს ცდილობს, იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ზე პოლიტიკოსია, რომელიც ყველა პოლიტიკოსზე მაღლა დგას და დამოუკიდებელი ფიგურაა.

დღეს ისე ჩანდა, რომ თითქოს თავი დაიცვა, იჩივლა, ცალი ხელით კი დაემუქრა ხელისუფლებას, რასაც ჩავთვლი საჭიროდ, იმას გავაკეთებო. სამწუხაროდ, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, იმას ამბობს, მისი განცხადებები კი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რომელშიც ქართული პოლიტიკა და საზოგადოებაა დღესდღეობით. სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის მხრიდან ვხედავთ ასეთ არაადეკვატურ დამოკიდებულებას. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია.“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას
Next: ირაკლი კობახიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.