Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი

მარშალ პრესი 30/05/2023
ირაკლი კობახიძე

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი – ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც აქვს ორი ძირითადი მიზეზი – პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე – ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უმძიმესი შედეგები – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. „დემარშით“ პრაქტკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი – პირველ რიგში სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე – ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის უმძიმესი შედეგები.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როდესაც სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველო თუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: ჩემი საბოლოო მიზანი, ყველა ქართველის და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.