Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო თუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 30/05/2023
ირაკლი ღარიბაშვილი2

საქართველო იყო და კვლავ არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, ასოცირების ტრიოზე მაქვს საუბარი, ამიტომ ეს კითხვა, ჯობია, დაუსვათ, ევროპელ მეგობრებს, რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს. არც არგუმენტები, არც განმარტება არ გაგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო უსამართლო და დაუსაბუთებელი ნაბიჯი.

„მე მგონი, ეს იყო უსამართლო, ეს იყო ნამდვილად არა-დასაბუთებული, არა მიზანშეწონილი ნაბიჯი. მაგალითად, რა გზავნილია ეს რუსეთისთვის? ე.ი. ჩვენ, ევროპელები ვტოვებთ საქართველოს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას ორჯერ-სამჯერ ჯობს. თუ დამსახურებაზეა საუბარი, საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ ხო, მუშაობის საფუძველზე. საქართველო იყო და კვლავ არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, ასოცირების ტრიოზე მაქვს საუბარი, ამიტომ ეს კითხვა, ჯობია, დაუსვათ, ევროპელ მეგობრებს, რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს. არც არგუმენტები, არც განმარტება არ გაგვაჩნია.

მოლდოვას და უკრაინასაც მისცეს ეს 12 პრიორიტეტი, მაგრამ სტატუსი წინასწარ მიანიჭეს. ეს არის განსხვავება. ამიტომ არ გვესმის რატომ.  ჩვენ მარტო ის გვითხრეს, რომ უკრაინა ომშიაო. ჩვენც ვიყავით ომში 2008 წელს, 20% კვლავ ოკუპირებულია, ამიტომ სად არის განსხვავება? მოლდოვა რთულ სიტუაციაში არისო, რაციონალური ნიშანი აქ არ არის. საქართველო თუ ვერ მიიღებს ამ სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა,“- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ რას გააკეთებს საქართველო ასე თუ მოხდა?- პრემიერმა  უპასუხა:

„ეს თუ ასე მოხდა, საქართველო გააგრძელებს წინსვლას ყველა იმ რეფორმით, განვითარებით და აშ., მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ რთულ გარემოში, ამ სიტუაციაში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ მინიჭება საქართველოსთვის, რომელიც არის ასოცირების ტრიოში თავისი მუშაობით ნომერი პირველი, იქნება ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: 2008 წელს მსოფლიო ვერ ფიქრობდა, რამდენად სერიოზული იყო ომი ჩვენთან, ომის შემდეგ პერიოდში ევროკავშირმა 2,3 ტრილიონი ევრო გადაუხადა რუსეთს
Next: სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.