Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვითომ “დამოუკიდებელი” ჟურნალისტი შემოაგორეს, რომელიც ლяკა ხოშტარიას ”დროას” პოსტერებს აზიარებს

მარშალ პრესი 29/05/2023
ვატო შაქარი

ეს გახლავთ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანსკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაქარიშვილის თქმით, ოპოზიციური მედია ცდილობს, რაუფოღლუ დამოუკიდებელ ჟურნალისტად წარმოაჩინონ, თუმცა ის აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და სოციალურ ქსელში, ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ პოსტერებსაც აზიარებს.

„ეს გახლავთ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანსკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით. შემდგომ ნაც-ლიბერალური მედიები აქტიურად ატრიალებენ, თითქოს სახ-დეპი სხვა არაფერზე ლაპარაკობს, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხის გარდა…

“მთავარი არხი”-ს წარმომადგენელი, დემნა დევდარიანი რომ “დაეწვათ,” გამოცვალეს კადრი და ვითომ “დამოუკიდებელი” ჟურნალისტი შემოაგორეს, რომელიც ჰოი საოცრებავ ლяკა ხოშტარიას ”დროას” პოსტერებს აზიარებს და აქტიურად არის ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ცხადია ნაც-ლიბერალური კოჰორტის მხარეს!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით
Next: თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ამერიკის მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისკენ, ეს სახელმწიფო დღევანდელ ჩავარდნას წარმატებით გაუმკლავდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.