Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ომი მსოფლიოს არ ასცდება არცერთ ვარიანტში, უბრალოდ, ქილიჩდაროღლუს რომ გაემარჯვა, ეპიცენტრი იქნებოდა აღმოსავლეთში, ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში ეპიცენტრი იქნება დასავლეთში

მარშალ პრესი 29/05/2023
დავით ქართველიშვილი

მოვლენათა განვითარების ბირთვული პერსპექტივები დიდი ალბათობით ჩვენს რეგიონს ამ ეტაპზე არ ემუქრება, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

ქართველიშვილის თქმით, ამიერიდან ევროპის გადასაწყვეტია ომის ეპიცენტრი დასავლეთში იქნება, თუ აღმოსავლეთში.

„როგორც ჩემი ძალზე ავტორიტეტული მეგობარი ბრძანებს (ბრიტანეთის მოქალაქეა): ომი მსოფლიოს არ ასცდება არცერთ ვარიანტში, უბრალოდ, ქილიჩდაროღლუს რომ გაემარჯვა, ეპიცენტრი იქნებოდა აღმოსავლეთში, ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში, ეპიცენტრი იქნება დასავლეთში.

და აწი, მხოლოდ ევროპის გადასაწყვეტია ამ ეპიცენტრის და საკუთარი სამომავლო ბედიც. სწორედ ეს რჩევა მისცა ევრაზიის საკითხებში სი ძინპინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლი ჰუეიმ დასავლელ ლიდერებს ამ კვირის განმავლობაში განხორციელებული ტურნეს დროს – საკუთარი ბედის განსაზღვრისას, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ამერიკის სურვილებს და მეტი დაუთმეთ საკუთარ ინტერესებს.

ვულოცავ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს დამსახურებულ გამარჯვებას. მოვლენათა განვითარების ბირთვული პერსპექტივები დიდი ალბათობით ჩვენს რეგიონს, ამ ეტაპზე, არ ემუქრება. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 54,6%. აქედან 54,47% ერგო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. 45,53% კი მის ოპონენტს ქემალ კილიჩდაროღლუს.

Continue Reading

Previous: იმ პარლამენტარებმა, ჩაჩაჩულ წინდებს ენით რომ ისწორებთ, პარლამენტის შესასვლელთან იმორიგევეთ და აღრიცხეთ, აცდენს თუ არა ირაკლი კობახიძე სასესიო და საკომიტეტო სხდომებს
Next: ელენე ხოშტარიამ ჩეკისტური განათლება მიიღო – გოგა ხაინდრავა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025