Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმ პარლამენტარებმა, ჩაჩაჩულ წინდებს ენით რომ ისწორებთ, პარლამენტის შესასვლელთან იმორიგევეთ და აღრიცხეთ, აცდენს თუ არა ირაკლი კობახიძე სასესიო და საკომიტეტო სხდომებს

მარშალ პრესი 29/05/2023
ბონდო-მძინარაშვილი-640x400

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის აჟიოტაჟს ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო.

“ირაკლი კობახიძე აღლუმს რატომ არ დაესწრო და აუზზე რატომ წავიდაო! როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, აღლუმსაც ესწრებოდა და მიღებებსაც, სიტყვითაც გამოდიოდა, მაგრამ დააყენეთ?! გადადექი, გადადექიო და, – გადადგა!

სადღესასწაულო ღონისძიებებს ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები, ანუ პარლამენტის თანამდებობის პირები!
ირაკლი კობახიძე ახლა პარტიის თავმჯდომარეა და, პროტოკოლის მიხედვით, გუშინდელ ღონისძიებაზე დასწრების ვალდებულება საერთოდ არ ჰქონდა! არც დასწრებია გადადგომის შემდეგ, აგერ უკვე მეოთხე წელია!

უქმეებზე კი, უნდა აუზზე წავა და უნდა – ტყეში გაისეირნებს! და ეს ძალიან კარგად იციან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა!
ეს სტატუსი ირაკლი კობახიძის დასაცავად არ დამიწერია, იმის ახსნას ვცდილობ, რომ როცა ადამიანის სადღაც ყოფნის ვალდებულება და აუცილებლობა არ არსებობს, ის ადამიანი მიდის იქ, სადაც სურს!

ხოლო იმ პარლამენტარებმა, ჩაჩაჩულ წინდებს ენით რომ ისწორებთ, პარლამენტის შესასვლელთან იმორიგევეთ და აღრიცხეთ, აცდენს თუ არა ირაკლი კობახიძე სასესიო და საკომიტეტო სხდომებს! მაგრამ არ იზამთ, – მშვენივრად იცით, რომ არ აცდენს… თქვენგან განსხვავებით! არ აცდენს, რადგან, ასევე თქვენგან განსხვავებით, მისთვის ეს სამსახურია და კარგად იცის, რომ სამსახურში უნდა გამოცხადდეს!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

Continue Reading

Previous: ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას
Next: ომი მსოფლიოს არ ასცდება არცერთ ვარიანტში, უბრალოდ, ქილიჩდაროღლუს რომ გაემარჯვა, ეპიცენტრი იქნებოდა აღმოსავლეთში, ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში ეპიცენტრი იქნება დასავლეთში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025