Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ოზურგეთის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავი აღინიშნება

მარშალ პრესი 26/05/2023
343556121_269793075454118_226447439193774251_n

ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე, ანიმატორები; კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიებაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იმყოფებიან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. მსმენელის წინაშე წარდგებიან გელა გნოლიძე და „ღამის შოუს ბენდი.

Continue Reading

Previous: ვფიქრობდი, ყველა იტყოდა – მადლობა, კარგია – ვლადიმერ პუტინი უვიზო მიმოსვლაზე და რეაქციებზე საქართველოში
Next: ინგა გრიგოლიას ძალიან მოეწონა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025