Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შემდეგ კვირაში დადგება მომენტი, როცა სრულად ოპოზიციის ხელში იქნება ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება, ვნახოთ, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდებიან

მარშალ პრესი 23/05/2023
შალვა პაპუაშვილი

ოთხი კანდიდატი არის დარჩენილი, საიდანაც ორი უნდა შეირჩეს. ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით მე, პირადად, ვადევნებ თვალყურს მედიასაც, განცხადებებს, რაიმე არსებითი შენიშვნა, კრიტიკა ვერ მოვისმინე, ისევე როგორც იმ სამი წევრის შესახებ, რომლებიც ავირჩიეთ, რაიმე საგნობრივი კრიტიკა ვერ მოვისმინეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისგან არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს პროცესისგან გამიჯვნისთვის.

„სინამდვილეში, საკითხი დგას შემდეგნაირად. შემდეგ კვირას დადგება ის მომენტი, როდესაც სრულად ოპოზიციის ხელში იქნება ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება. ახლა მთელი საზოგადოება შევხედავთ, მათ შორის, ევროპაც შეხედავს, ოპოზიციის ხელში არის ბურთიც, მოედანიც, მათ ხელში არის რეკომენდაციის ამ ნაწილის შესრულება, ვნახოთ, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ნაწილის შესრულებას. ოთხი კანდიდატი არის, თქვან, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ ამ კანდიდატებში და მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რიგი ევროდირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვისათვის – ეკა სეფაშვილი
Next: ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.