Skip to content
17/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რიგი ევროდირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვისათვის – ეკა სეფაშვილი

მარშალ პრესი 23/05/2023
ეკა სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი და დეპუტატი ეკა სეფაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შესახებ, სადაც მონაწილეობას იღებს, სოციალურ ქსელში წერს. როგორც ეკა სეფაშვილი აცხადებს, ენერგეტიკის სექტორში საქართველომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების 50% უკვე შეასრულა.

„Energy community Parliamentary Plenum Meeting – ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი. ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. ენერგეტიკის სექტორში საქართველომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების 50% უკვე შეასრულა. ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რიგი ევროდირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც საქართველოს მიერ ენერგეტიკული ჰაბის როლის შესრულების ამბიციურ მიზანს წარმოადგენს. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, ყველას ინტერესშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის მონაწილე ქვეყნების სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული მოდერნიზირება, რაც ამ პროექტის რეალიზებას დააჩქარებს.“, – წერს ეკა სეფაშვილი.

Post navigation

Previous: საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო, პირველ რიგში, ადამიანები არიან, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა სამშობლოა
Next: შემდეგ კვირაში დადგება მომენტი, როცა სრულად ოპოზიციის ხელში იქნება ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება, ვნახოთ, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.