Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

მარშალ პრესი 21/04/2022
69

ამერიკის ელჩ კელი დეგნანსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.

ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს:

“უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კი საომარი მოქმედებების დროს არ შეუჩერებიათ მუშაობა კიევში, ოდესასა და ლვოვში.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკრაინაში უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო უკრაინას აქტიურად უდგას გვერდით და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.”– აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში, დედამიწის დღის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
Next: მზად ვარ დავდგე თავდებში, არ დაბრუნდება? დამიჭირეთ მე – ელისო კილაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025