Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში, დედამიწის დღის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 21/04/2022
13

20 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში, დედამიწის დღის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამწვანების აქცია, კლიმატის ცვლილების შესახებ პოსტერების გამოფენა, ადგილობრივი და ახალგაზრდა ეკო აქტივისტებისა და ქალთა კოოპერატივის წევრების საქმიანობის გაცნობა.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

დედამიწის დღე 1970 წლიდან, ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. მიმდინარე წელს დედამიწის დღის თემაა „ინვესტიცია ჩვენს პლანეტაში“ და ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილი მარიუპოლივით სამშრიან ალყაში ზის – მაია ლომიძე
Next: კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.